loader

"ყველა მხრიდან "ბლოკადაში მოვყევი"... საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი" - მაკა ძაგანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა მხრიდან "ბლოკადაში მოვყევი"... საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი" - მაკა ძაგანია

"როგორც კი ყველაფერი დაიხურა, საცხოვრებლად აგარაკზე გადავედი და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ამან გამიხალისა ცხოვრება და გადამატანინა მთელი ეს პერიოდი".

კინოსფეროს ბავშვობიდან ეზიარა. მამა - ალექსანდრე ძაგანია, კინოოპერატორი იყო; დედა - მარინა კულუმბეგაშვილი - კასტინგის რეჟისორი და პროდიუსერია. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მაკა ძაგანიამ მსახიობობა გადაწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მსახიობი წლების განმავლობაში, ილიაუნის გარდა, სხვა თეატრებშიც არცთუ ცოტა სპექტაკლში მონაწილეობდა. ფართო აღიარება, პოპულარობა და სიყვარული "ჩემი ცოლის დაქალებში" თინას როლმა
მოუტანა.

- ბოლო წელი როგორი იყო თქვენთვის? რით შეივსეთ თეატრის მონატრება?
- პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ძველი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩემი სფერო, რეალურად, მთლიანად გაჩერებულია. ყველა მხრიდან "ბლოკადაში მოვყევი" და შარშანდელი მარტიდან არსად მიმუშავია, საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი. როგორც კი ყველაფერი დაიხურა, საცხოვრებლად აგარაკზე გადავედი და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ამან გამიხალისა ცხოვრება და გადამატანინა მთელი ეს პერიოდი. გაზაფხულზე დავთესე და მქონდა ჩემი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი, ბადრიჯანი... არ შევწამლე და ბიოპროდუქტი მივიღე. ყველაფერს ჩემი ხელით ვუვლიდი. სხვათა შორის, იმდენი პომიდორი მომივიდა, საწებელიც კი გავაკეთე (იცინის). ყვავილები გავახარე, ისინიც ძალიან მილამაზებდნენ ცხოვრებას. ჩემი დილა ასე იწყებოდა: შემოვივლიდი ბაღს და ბოსტანს, დავხედავდი, როგორ მიდის საქმე - რა ყვავის, რომელი მცენარე გაიზარდა, რომელი - არა, ჩითილებიც გამოვიყვანე... ასე რომ, დაკავებული ვიყავი და ამან მიშველა. განაგრძეთ კითხვა