loader

“გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია, მეუღლეც ეხმარებოდა თურმე" - ვინ არის ოჯახი, რომელიც 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაცვივდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია, მეუღლეც ეხმარებოდა თურმე" - ვინ არის ოჯახი, რომელიც 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაცვივდა

გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამათის მკვიდრის, 50 წლის სოსო კილაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი იყო.

ავტომობილი 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავდა გარდაცვლილის მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, თუმცა ოთხივე გადარჩა და ნორმალურად არიან.

როგორც “გურიის მოამბეს” გარდაცვლილის ახლობელმა უთხრა, გადავარდნის შემდეგ მამაკაცს ღვედი ვერ გაუხსნია.

“გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია. მეუღლეც ეხმარებოდა თურმე, მაგრამ ვერ გამოიხსნა და დაღუპულა საწყალი. ცოლ-შვილი კარგადაა. უკარგესი კაცი წავიდა ჩვენგან, დიდი ტრაგედია მოხდა”- გვითხრა დაღუპულის ახლობელმა.

წყარო: "გურიის მოამბე"