"დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა... ყველანი თავზარდაცემულები ვართ" - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში კოლეგის გარდაცვალების შესახებ წერს. როგორც ომბუცმენი იტყობინება, თემურ ქორიძე, რომელიც სახალხო აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა:
"დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა... ყველანი თავზარდაცემულები ვართ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, მეგობრის, თავდადებული საჯარო მოხელის, საუკეთესო მამის, კეთილშობილი და მართალი ღირებულებების ადამიანის, თემურ ქორიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო...
ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას... ძალიან, ძალიან დაგვაკლდები, თემურ!" - წერს ლომჯარია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.