loader

"მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა" - რას წერს საბა ბუაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა" - რას წერს საბა ბუაძე

ლელოს“ ერთ-ერთი წევრი, საბა ბუაძე “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო დაჯარიმეს. ამის შესახებ ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბუაძე აცხადებს, ის 6 თებერვალს გამართულ „დაუმორჩილებლობის მარშში“ მონაწილეობის გამო დაჯარიმდა.

„მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა! შსს-დან დამირეკეს და მამცნეს, რომ “დაუმორჩილებლობის მარშში” მონაწილეობისთვის და “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის მაჯარიმებენ. აბა თქვენ იცით!„- წერს ბუაძე.

ცნობისთვის, 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.