loader

"მინდა შენდობა ვთხოვო ყველას" - მამა დავითი ნათლობის ვიდეოკადრებზე, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა შენდობა ვთხოვო ყველას" - მამა დავითი ნათლობის ვიდეოკადრებზე, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, განმარტებას აკეთებს

მამა დავით მექვაბიშვილი ნათლობის ვიდეოკადრებზე, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს.

"გავრცელდა ჩემ მიერ ზაფხულში აღსრულებული ნათლობის ვიდეო, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს ერსა და ბერში... პირველ რიგში, მინდა შენდობა ვთხოვო ყველას, ვინცა დაბრკოლდა აღნიშნულით. თავის მართლებას არ დავიწყებ არავისთან, სადაც შენდობა სათქმელია: ყოველთვის, ყველგან და ყველას ვთხოვ შენდობას! უბრალოდ მინდოდა, რომ ბავშვზე სამი პეშვი წყალი არ დამესხა თავზე, და მშობლების და ნათლიების მოთხოვნით! გადავწყვიტე სრული შთაფლვით (რაც ყველაზე გამართლებული ტრადიციაა ეკლესიაში) მომენათლა მხევალი ღვთისა ნინო.

ამოჭრილ ვიდეოში ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს (თუმცა მიზანი ერთია: ბავშვის მონათვლა!). ქვემოთ დადებულ ვიდეოში და სურათებში, რომელიც ნათლობის დროს და შემდეგ არის გადაღებული, კარგად ჩანს ის სითბო და სიყვარული, რომელიც დღესაც არის ჩემსა და პატარა ნინის შორის. შეგვეწიოს უფალი იესო ქრისტე და გაგვაძლიეროს ჭეშმარიტებაში! "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს ქრისტე შეგვიმოსიეს", - წერს მამა დავით მექვაბიშვილი.