"ვაიმე, მაქსი, მაქსი, რა ბედნიერებაა" - სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ პატრონმა დაკარგული ძაღლი 2 წლის შემდეგ იპოვა.
"რა ბედნიერებაა, როცა 2 წლის წინ დაკარგულ ძაღლს იპოვი. ჩვენ გვერდის მეგობრებს გახსოვთ უზარმაზარი ალიასკის მალამუტის ჯიშის ძაღლი, რომელიც ტირის. ის გასული წლის 18 ივნისს გარდაბნიდან ჩამოგვიყვანა კაცმა და გვითხრა, მკურნალობის შემდეგ წავიყვანო. ძაღლს დემადეკოზი ჰქონდა მწვავე ფორმით. ვუმკურნალეთ და გამოვაჯანმრთელეთ, მაგრამ უკან არ წაიყვანა.
რამდენიმე პოსტი დავდეთ გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული გუშინდელ დღემდე. ბოლო პოსტი, რომელიც წელს, 1 თებერვალს დავდეთ, ნახა ქეთი შუბითიძემ. ვიდეოში მისი 2 წლის უკან დაკარგული მაქსი ამოიცნო. თურმე ძაღლი რუსთავში საკუთარი ეზოდან დაკარგულა. სად არ ვეძებეთ და გუშინ თქვენ ფეისბუქ გვერდზე დადებული ვიდეოთი ვიპოვეთო. 2 თებერვალს ქეთი, ბავშვობის მეგობარი ლაშა ფუშაშვილი და ქეთის მამა, ბატონი ზურა მოვიდნენ თავშესაფარში და 2 წლის უნახავი ოჯახის ოთხფეხა წევრი, მაქსი წაიყვანეს სახლში." - წერენ სოციალურ ქსელში.