loader

"მივმართავ "ქართულ ოცნებას", მიიღეთ ეს ადამიანი პოლიტსაბჭოში" - სერგო ჩიხლაძე თენგიზ ცერცვაძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივმართავ "ქართულ ოცნებას", მიიღეთ ეს ადამიანი პოლიტსაბჭოში" - სერგო ჩიხლაძე თენგიზ ცერცვაძეზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს, ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პოლიტსაბჭოში მიიღონ.

"მივმართავ "ქართულ ოცნებას", ირაკლი კობახიძეს: მიიღეთ ეს ადამიანი პოლიტსაბჭოში და დავისვენებთ ჩვენც. თვითონაც დაისვენებთ და ყველამ, შესაძლოა, მეტი სარგებელი ვნახოთ ბატონი თენგიზის გაწევრიანებით პოლიტსაბჭოში", - განუცხადა სერგო ჩიხლაძემ "მთავარ არხს".

აღნიშნულით ჩიხლაძე ცეცვაძის "ფეისბუქსტატუსს" ეხმაურება. ცერცვაძის თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და რამდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმი ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციაა.