"აფექტში ვიყავი, იარაღი ამოიღო და ამიტეხა სროლა, შოკში ვარ" - რა ვიდეოს ავრცელებს ცნობილი ბლოგერი
სოციალურ ქსელში გავრცელდა ბლოგერ ანი დიასამიძის ვიდეო, სადაც ის ჰყვება გუშინ ბათუმში, თამარის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. როგორც ანი დიასამიძე აცხადებს, თამარის დასახლებაში გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი აედევნა და რამდენჯერმე გაისროლეს.