საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ძლიერი აფეთქება მოხდა
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაკარგულად ითვლება. ამასთან, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.