“ჰიპოცენტრი სომხეთშია! მაგნიტუდა 5.2, სევანის ტბასთან“ – რა ინფორმაცია ხდება ცნობილი მიწისძვრის შესახებ, რომელიც საქართველოშიც იგრძნობოდა...

საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისიდან 172 კმ-ში მოხდა.
"თბილისიდან სამხრეთით 172 კმ ში მიწისძვრა მოხდა. ვამუშავებთ შედეგბს. სასაზღვრიდან შორსაა.
ჰიპოცენტრი სომხეთშია! მაგნიტუდა 4.6 სევანის ტბასთან. ახლოსაა აზერბაიჯან სომხეთის საზღვართან!
პირველადი მონაცემებია!“ - წერს თეა გოდოლაძე.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაკორექტირებულ მოაცემებს აქვეყნებს. რომლის მიხედვითაც მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში მოხდა. ეპიცენტრი სომხეთი იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდას შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ საკმაო სიძლიერის ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.