დაუშვებელია მეორადი ან უფროსი დედმამიშვილების ფეხსაცმლის ჩაცმა - უნდა ეცვათ თუ არა ბავშვებს ორთოპედიული ფეხსაცმელი?
ყველა დედა ცდილობს ბავშისთვის შეიძინოს ორთოპედიული ფეხსაცმელი,სპეციალისტების აზრით, ბავშვების 50-70 პროცენტს სჭირდება ტერფის დეფექტის კორექცია. ეს ნიშნავს, რომ ასეთ ბავშვებს აუცილებლად უნდა ეცვათ ორთოპედიული ფეხსაცმელი. დანარჩენებს თუ ორთოპედიული არა, პროფილაქტიკური ფეხსაცმელი მაინც სჭირდებათ, რაც დაიცავს ტერფს დეფორმაციისგან. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ხერხემლის დაზიანებისა და ტერფის პრობლემების მიზეზი ბავშვისთვის არასწორად შერჩეული ფეხსაცმელია.