“წელიწადი და ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - შევეგუოთ!“ - ამირან გამყრელიძე
"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად. ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება. ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაჭერა და ასე შემდეგ აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.