loader

კაცს გარდაცვლილ ცოლთან "პაემანი" მოუწყვეს - ემოციური ვიდეო, რომელიც სოცქსელებს იპყრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაცს გარდაცვლილ ცოლთან "პაემანი" მოუწყვეს - ემოციური ვიდეო, რომელიც სოცქსელებს იპყრობს

სამხრეთ კორეაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებმა, ვირტუალური რეალობის მეშვეობით, კაცს 4 წლის გარდაცვლილ ცოლთან ვირტუალური პაემანი მოუწყვეს.

ემოციურ შეხვედრას ადგილობრივი ტელევიზია MBC აშუქებდა, რომელიც პარალელურად დოკუმენტურ ფილმზე "მე შენ შეგხვდი" მუშაობს. 

51 წლის კიმ ჩონ სუს მეუღლე მძიმე დაავადებასთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. კაცს 5 შვილის გაზრდა მარტოს მოუწია. 

მეუღლის ვირტუალური მოდელის შექმნისთვის სპეციალისტებს ნახევარი წელიწადი დასჭირდათ. მაქსიმალური მსგავსებისთვის ქალის ხმის აღსადგენად მსახიობები მუშაობდნენ. 

კიმ ჩონ სუ მეუღლის მოდელს ვირტუალურ ბაღში შეხვდა, შემდეგ კი მათ სახლში იცეკვეს.