loader

"კომენდანტის საათის "ხიდით" გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე" - შოთა დიღმელაშვილი გადაწყვეტილებას არ ცვლის და საპროტესტო აქციას აანონსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კომენდანტის საათის "ხიდით" გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე" - შოთა დიღმელაშვილი გადაწყვეტილებას არ ცვლის და საპროტესტო აქციას აანონსებს

მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას ეხმაურება და საპროტესტო აქციას ისევ აანონსებს.

"რომ არა საზოგადოების წნეხი, ტრანსპორტს, სკოლებს, ობიექტებს არ მისცემდნენ გახსნის უფლებას. ეს გახსნაც არა ჯანდაცვის, არა ეკონომიკის, არამედ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ განსაზღვრა. კრედიტების სუბსიდიაზე წვდომით დაშანტაჟებულ ობიექტებს ღია სივრცეში მუშაობის განახლების ნებას რთავენ. თუმცა რაც სახელმწიფოს გასაკეთებელი იყო, საჯარო სკოლებისა და ტრანსპორტის სანიტარული ადაპტაცია - არ გაუკეთებიათ. გახსნას არ აპირებდნენ და ამიტომ? თუ საჭიროდ არ მიაჩნიათ და ამიტომ?

ანუ ისევ, არა ვირუსის მართვის, არამედ ბლანკეტური გახსნა-ჩაკეტვების რეჟიმში ვართ. ამოგვაყვინთეს ჰაერის ჩასასუნთქად, როცა წნეხი გაიზარდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, მესამე ტალღა კვლავ საკმარისი მიზეზი აღმოჩნდება, ქვეყანას სასუნთქი არხები დაუხშონ. ამავდროულად უცვლელად რჩება ყველაზე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციური კომენდანტის საათი, რომელიც მხოლოდ საგანგებო რეჟიმისას უნდა გამოიყენებოდეს. კომენდანტის საათის "ხიდით" გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე. ამაში გაგვიცვალეს მოპროტესტეებს დროებითი, არაგეგმიური შემსუბუქება.

აქედან ორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ:

1. მარტო ბრძოლას მოაქვს შედეგი.
2. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

გელით ყველას, შაბათს, 8 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო მსვლელობაზე", - წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.