loader

გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა - ვინ შეცვალა ნათია მეზვრიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა - ვინ შეცვალა ნათია მეზვრიშვილი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა და ქვეყნის მსახურებაში დიდი გამოცდილება აქვს.

"მინდა, წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი კახა ქემოკლიძე. ის ჩვენს გუნდში წლებია, მუშაობს; არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე. წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანასა და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლავთ ეროვნული უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობას იღებდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები. მას საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ გაუძღვეს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან 2020 წლის 23 ნოემბერს გადადგა.