loader

"თუ მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციის გარეშე დარჩება, ეს ვირუსის ახალი მუტაციების გაჩენას შეუწყობს ხელს" - ჯანმო-ს დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციის გარეშე დარჩება, ეს ვირუსის ახალი მუტაციების გაჩენას შეუწყობს ხელს" - ჯანმო-ს დირექტორი

"კორონავირუსის ვაქცინის ნაციონალიზმი საზიანოა ყველასთვის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობა არის მთავარი ბარიერი იმისთვის, რომ მსოფლიოში ვაქცინაციამ იმ მასშტაბს მიაღწიოს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთვის არის საჭირო.

"ვაქცინის ვარიანტების ზრდის მიუხედავად, ამჟამინდელი საწარმოო შესაძლებლობები მხოლოდ გლობალური მოთხოვნილების ნაწილს აკმაყოფილებს", - წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი განმარტებით, თუკი მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციის გარეშე დარჩება, ეს ვირუსის ახალი მუტაციების გაჩენას შეუწყობს ხელს.