შსს 2010 წლიდან ძებნილი პირის დაკავების კადრებს ავრცელებს
პოლიციამ ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, 2010 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ძებნილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი, 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს.
ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება-მოვალეობები, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.გ. 2010 წლიდან იძებნებოდა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.