loader

"პოლიციელები ურტყამენ, ხალხო" - რა მოხდა სანზონაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოლიციელები ურტყამენ, ხალხო" - რა მოხდა სანზონაში?

სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე, პოლიციამ, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა ძალის გამოყენებით დააკავა. ინფორმაცია და ვიდეომასალა ამის შესახებ "მთავარ არხს" თვითმხილველმა მიაწოდა.

"ხმაურის გამო გამოიძახა, ალბათ, ვიღაცამ პატრული. უამრავი მანქანა შემოვიდა, დაახლოებით 8 პოლიციის მანქანა და კრიმინალური. ამათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ხმაურის გამო ალბათ ჯარიმა დაუწერეს ​და ​ჩატენეს მანქანაში. სამი კაცი ერთ კაცს მანქანაში ტენიდა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. სადარბაზოდან რომ გამოჰყავდათ, ეს დავინახე. ორი ჩატენეს მანქანაში, არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, არც უგინებიათ..." - ამბობს თვითმხილველი "მთავარ არხთან".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ორი პირი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).