"პოლიციელები ურტყამენ, ხალხო" - რა მოხდა სანზონაში?
სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე, პოლიციამ, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა ძალის გამოყენებით დააკავა. ინფორმაცია და ვიდეომასალა ამის შესახებ "მთავარ არხს" თვითმხილველმა მიაწოდა.
"ხმაურის გამო გამოიძახა, ალბათ, ვიღაცამ პატრული. უამრავი მანქანა შემოვიდა, დაახლოებით 8 პოლიციის მანქანა და კრიმინალური. ამათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ხმაურის გამო ალბათ ჯარიმა დაუწერეს და ჩატენეს მანქანაში. სამი კაცი ერთ კაცს მანქანაში ტენიდა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. სადარბაზოდან რომ გამოჰყავდათ, ეს დავინახე. ორი ჩატენეს მანქანაში, არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, არც უგინებიათ..." - ამბობს თვითმხილველი "მთავარ არხთან".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ორი პირი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).