რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ტურიზმის და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდნენ, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნას.