"კიდევ ერთი პრეპარატი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, რომელიც "რემდესევირზე" 28-ჯერ ეფექტურია" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში?
ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსლში წერს, რომ პრეპარატ "პლიტიდეპსინს" კოვიდ-19-ის წინააღმდეგ "რემდესევირზე" 28-ჯერ ეფექტური მოქმედება აქვს. მისი თქმით, მედიკამენტზე კლინიკური კვლევები ტარდება.
"კიდევ ერთი, პრეკლინიკურად ეფექტური პრეპარატი ანტივირუსული მოქმედებით კორონავირუსის წინააღმდეგ... კლინიკური კვლევები ჯერ წინაა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ თაგვებში წარმოებული კვლევის მონაცემებია, თუმცა პრეკლინიკურად "რემდესევირზე" 28-ჯერ ეფექტური ანტივირუსული მოქმედებით ხასიათდება. იმედია, იგივე შედეგს გაიმეორებს ადამიანებშიც... სანამ მეცნიერება პრევენციისა და მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს ეძებს, ჩვენ მარტივი ჩვევებით უნდა ვეცადით ვირუსის გავრცელების შეჩერებას. ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა!" - წერს ნანა გეგეჭკორი.