loader

რა საეკლესიო სასჯელი დაეკისრა დეკანოზ თადეოზ სარალიძეს სკანდალური ქადაგების გამო? - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საეკლესიო სასჯელი დაეკისრა დეკანოზ თადეოზ სარალიძეს სკანდალური ქადაგების გამო? - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს გარკვეული ვადით საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება დაედო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა "ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!"

შემდეგ, დეკანოზ თადეოზ სარალიძემ შენდობის წერილი გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისი ქადაგება არაკორექტული იყო, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.