"გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შექმნა და ჩვენსა და „ქართულ ოცნებას" შორის ნდობა გააღრმავა" - ალეკო ელისაშვილი
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმდებიან, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.