loader

"გუშინდელ ყიყინში იმის თქმას ვცდილობდი, რომ..." - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუშინდელ ყიყინში იმის თქმას ვცდილობდი, რომ..." - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"გუშინდელ ყიყინში იმის თქმას ვცდილობდი, რომ თუ გვინდა წინ წავიდეთ, ძირითად საკითხებზე ისე უნდა შევთანხმდეთ, რომ გამონაკლისები წესს ადასტურებდნენ.
თუ ასეთი შეთანხმებები იარსებებს, ექსტრემისტების და კატაკლიზმების მიმართ, ბევრად იმუნურები ვიქნებით.
ამის მაგალითი ტრამპი და ამერიკული დემოკრატიაა. ბუნებრივია, ცალკე აღებულ პოლიტიკურ ელიტას, ეს არ შეუძლია.
განათლების სისტემაც უნდა გაყვეს - ოღონდ განათლების სისტემაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად ვითარდება ან კარგი, ან ცუდი მიმართულებით.
აი კახას აქვს კარგად ჩამოყალიბებული ჩარჩო - რას უნდა აძლევდეს სკოლა მოქალაქეს. • გესმოდეს, რა არის ბუნება, საზოგადოება, ადამიანი და ხელოვნება.
• შეგეძლოს რაოდენობრივი აზროვნება. • გააგებინო სხვა ადამიანებს შენი აზრი ზეპირად და წერილობით.
• გამოიყენო კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ახალი ცოდნის შესაძენად.• მიიღო ეთიკური გადაწყვეტილება მორალური ღირებულებების საფუძველზე.
• აღიარებდე საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყო ტოლერანტული.• შეგეძლოს საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა." - წერს ჩერგოლეიშვილი.