მოსახლეობის რამდენი პროცენტი აცხადებს ვაქცინაზე უარს (NDI-ს კვლევის მიხედვით)?
NDI-ს უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41%-ის პასუხია "დიახ"; გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ "არა", ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.