"მცირე ცვლილებაა" - რა ცვლილებაზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემ
პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა. ცვლილება შეეხო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას, რომელსაც ახლა მამუკა მდინარაძე იკავებს. კახა კალაძე კვლავ არის პარტიის გენერალური მდივანი, პოლიტიკურ მდივნად პოლიტსაბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი კი - დიმიტრი სამხარაძე.