loader

"სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ნავალნის მხარეს გადავიდნენ" - რუსეთში ხვალ დიდი აქცია გაიმართება, რომელიც ტიკ-ტოკში დაორგანიზდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ნავალნის მხარეს გადავიდნენ" - რუსეთში ხვალ დიდი აქცია გაიმართება, რომელიც ტიკ-ტოკში დაორგანიზდა

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ TikTok-ის რუსული სეგმენტი სწრაფად პოლიტიზირდა. მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც აცხადებენ, რომ 23 იანვარს პოლიტიკოსის დასაცავად და კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე აპირებენ მისვლას. ამგვარად, გართობისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი ერთგვარ საპროტესტო პლატფორმად გადაიქცა. ყველაფერი კი თავად ნავალნის მიერ ატვირთული "ტიკ-ტოკიდან" დაიწყო, სადაც ის ადამიანებს პუტინის სასახლის ვიდეოსა და საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს. 

ავტორი: ნინი გაბისონია