დონალდ ტრამპმა რეპერი ლილ უეინი შეიწყალა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის ბოლო საათებში ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა, - ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ბენონს ბრალი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხების მოზიდვის ონლაინკამპანიასთან - „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ - დაკავშირებული თაღლითობის გამო აქვს წარდგენილი, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.