საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება.
მისი თქმით, კვლევაში ის 500-მდე პაციენტი ჩაერთვება, რომლებიც კორონავირუსს კლინიკებში მკურნალობდნენ.
ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევა დაახლოებით ორ კვირაში, თებერვლის დასაწყისში დაიწყება. მისივე თქმით, პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ.
ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით, CNN-მა დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ, ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა.