loader

ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს - რატომ ეწირებიან ქალები ჩეჩნეთში კადიროვის იდეოლოგიებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს - რატომ ეწირებიან ქალები ჩეჩნეთში კადიროვის იდეოლოგიებს?

კადიროვის იდეოლოგია ასეთია - ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. სწორედ მის ასეთ დამოკიდებულებას შეეწირა ჩეჩნეთში ასობით უდანაშაულო ქალის სიცოცხლე. ბოლო პერიოდში ჩრდ. კავკასიაში ქალების უფლებების დაცვის მხრივ ვითარება გაუარესებულია.

ჰიჯაბის ტარება ერთ-ერთი მოთხოვნაა. დავიფაროთ თავი და არა სახე - ასეთია რამზან კადიროვისა და მისი თანაგუნდელების შეხედულება ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ, ახალი ინიციატივის თანახმად, ჩეჩენი სტუდენტი გოგონების წასახალისებლად, ის, ვინც ჰიჯაბს საკუთარი სურვილით ატარებდა, 1000 დოლარით დასაჩუქრდებოდა. სულ მალე კადიროვმა გამოსცა განკარგულება, რომლის ფარგლებშიც, ყველა ქალი ქუჩაში, სამსახურსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, თავწაკრული უნდა ყოფილიყო.

ავტორი: ნინი გოგიშვილი