"ეს რომ ვთქვი, ერთი ამბავი ატყდა" - პაატა იმნაძე განმარტავს საკუთარ განცხადებას, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, როგორ განაწილდა რისკ-ჯგუფები კორონავირუსზე იმუნიზაციის პროცესის დროს. "ფორმულას" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" საუბრისას იმნაძემ თქვა, რომ პირველ ჯგუფში იქნება სამედიცინო პერსონალი, არამხოლოდ ექიმები, ისინი, ვინც წინა ხაზზე მუშაობენ; მეორე ჯგუფშია მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი; მესამე ჯგუფშია 75 წელს გადაცილებულები, მეოთხეში - 65 წელს გადაცილებულები.
იმნაძემ განმარტა, რომ არარისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები "სადღაც შემოდგომისთვის" აიცრებიან კორონავირუსზე, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი მწარმოებლის ვაქცინით.
იმნაძემ განმარტა, რომ არარისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები "სადღაც შემოდგომისთვის" აიცრებიან კორონავირუსზე, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი მწარმოებლის ვაქცინით.