"პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ" - ალეკო ელისაშვილი
"პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე" - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას“ ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ის, რაც მოსაგლეჯია, რაც არის საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა.
ელისაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების შეცვლის გარეშე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს.