loader

23 წლის შავკანიანი ბიჭის გარდაცვალების გამო ბელგიის მეფეს აქტივისტები თავს დაესხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

23 წლის შავკანიანი ბიჭის გარდაცვალების გამო ბელგიის მეფეს აქტივისტები თავს დაესხნენ

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პროტესტების დიდი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლებმა 23 წლის შავკანიანი ბიჭი განყოფილებაში გადაიყვანეს, ის კი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, გზად საავადმყოფოში კი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პოლიციამ ბიჭს საბუთები მოსთხოვა, ის არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიჭი არალეგალური მიგრანტი იყო. პროტესტს 500-მდე აქტივისტმა დაუჭირა მხარი, საღამოს კი არეულობა დაიწყო. პროტესტების ეპიცენტრში ბელგიის მეფის, ფილიპეს ესკორტი აღმოჩნდა, რომელსაც აქტივისტებმა შეუტიეს.