loader

სავაჭრო ცენტრები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა ერთი პირობით... - რას ამბობს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სავაჭრო ცენტრები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა ერთი პირობით... - რას ამბობს "თბილისი ცენტრალის" დირექტორი?

დღეის მდგომარეობით, 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები რეგულაციების დაცვით გაიხსნება, თუმცა, თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ტესტის გაკეთება იქნება საჭირო.

როგორ და რა ფორმით მოხდება სავაჭრო ცენტრების თანამშრომელთა ტესტირება, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა განუცხადა. რაც შეეხება გასახდელების მუშაობას, ლევან ყარალაშვილის ინფორმაციით, ეს რეგულაცია დარჩება ძალაში და მოქალაქეებს ნივთის გადაცვლის სავარაუდოდ, 2-კვირიანი ვადა ექნებათ.