დაღლილობა, ფსიქოლოგიური პრობლემები და ნახევარწლიანი სიმპტომები - რა აჩვენა კორონავირუსის ახალმა კვლევამ
ჩინურ კვლევებზე დაყრდნობით, ვუჰანში კორონავირუსის პაციენტების სამ მეოთხედს ვირუსით გამოწვეული სიმპტომები 6 თვის შემდეგაც შეუნარჩუნდა. კვლევის შედეგად, კორონავირუსის დამარცხებისა და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგაც კი პაციენტთა 76%-ს, სულ მცირე, ერთი სიმპტომი მაინც ჰქონდა დარჩენილი. კვლევა ვუჰანის 1 700 მკვიდრზე ჩატარდა, რომელთა საშუალო ასაკი 57 წელს შეადგენდა და ყოველი მათგანი ვუჰანის საავადმყოფოდან 2020 წლის 7 იანვარსა და 29 მაისს შორის იყო გაწერილი.
ავტორი: ნინი გაბისონია
ავტორი: ნინი გაბისონია