ნაპოვნია ჩამოვარდნილი ბოინგის შავი ყუთი
მეორე დღეა რაც მსოფლიო ინდონეზიიდან გაუჩინარებული თვითმფრინავის შესახებ საუბრობს, რომელშიც 62 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, მყვინთავებმა თვითმფრინავის ე.წ. „შავი ყუთი“ იპოვეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რადგან მასში რეგისტრირდება და ინახება ფრენის პარამეტრებისა და ავიალაინერის მუშაობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე, იწერება პილოტის კაბინაში მიმდინარე დიალოგი.
ავტორი: ნინი გოგიშვილი
ავტორი: ნინი გოგიშვილი