ემოციური კადრები სასამართლოს ეზოდან - შაქარაშვილის საქმეზე გათავისუფლებული ბრალდებულების შეხვედრა მეგობრებთან
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი - საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს. ამასთან, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს.
ადვოკატებმა ასევე საქმის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებითაც დააყენეს შუამდგომლობა.
ვიდეოკადრებს "ტვ პირველი" ავრცელებს.