loader

ცნობილია ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო შემცვლელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო შემცვლელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს. არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის, რომელიც ამჟამად პარტიის აღმასრულებელი მდივანია.

არაოფიციალური ცნობით, ამის თაობაზე „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, უახლოეს დღეებში გაიმართება.