საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა
"ევროპელი სოციალისტები"- ამ სახელწოდებით პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს. როგორც ფრიდონ ინჯიამ ყრილობაზე განაცხადა, პარტიის მთავარი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და ამავდროულად, მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება იქნება. მისი თქმით, ასევე კრიტიკულები იქნებიან სასამართლო ხელისუფლების მიმართაც.