დაკავების კადრები - ხარაგაულში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა
დაკავების კადრები - ხარაგაულში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.