2020 წელს ტოპ 50 მილიარდერს შორის ძლივს მოხვდა, ახლა კი ყველაზე მდიდარი ადამიანია
"ტესლას" და "სფეის იქსის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ილონ მასკმა 165 მილიარდზე მეტი შემატა თავის ქონებას. ითვლება, რომ ასეთი დიდი თანხა ასეთ მოკლე პერიოდში ჯერ არავის გამოუმუშავებია.
ბლუმბერგის 500 მილიარდერის სიის სათავეში მასკმა "ამაზონის" დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო. მოცემული დროისთვის, სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინჟინრის ქონების ღირებულება 194.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ჯეფ ბეზოსის ქონებაზე 9.5 მილიარდით მეტია. "ამაზონის" დამფუძნებელი 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ, ამ დრომდე ბლუმბერგის სიაში პირველ ადგილს იკავებდა.
ავტორი: ნინი გაბისონია