ივერი მელაშვილი ციხიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ღია წერილს, სახელწოდებით - "ახალი წლის მისალოცი ციხიდან", ავრცელებს.
საკუთარ წერილში ივერი მელაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მელაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ორ მიზანს - პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად წინასაარჩევნო "ტრიუკის" ჩატარებას და ჩვენი მტრის - რუსეთის ფედერაციის საამებლად, საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას ემსახურება.
"უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი ბატონო ბიძინა, რამეთუ პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა, როგორც 2020 წლის არჩევნებში, ასევე გასული 8 წლის განმავლობაში მიღწეულ ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, რაც საქართველოსა და მის მაცხოვრებლებზე აისახა. მართალია, არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ - ტყუილებითა და ცრუ დაპირებებით მოვიდაო ქვეყნის სათავეში;- უვარგისი ხალხი შემოიკრიბა გარშემოო, რომლებიც ქვეყნისთვის არაფრის მაქნისები არიან და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთო. ხოლო მათ შორის, თუ შემთხვევით ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც მოიწადინეს საჭირო საქმეების კეთება, მოისროლაო ხელისუფლებიდან, კომპრომატების და სხვადასხვა ბინძური მეთოდების გამოყენებითო. ამით იმას გავუსვათ ხაზი, რომ თავის ხელქვეითებს სასიკეთო ინიციატივები კი არ მოეთხოვებათ, არამედ მხოლოდ თქვენი ბრძანებების, დავალებების და სურვილების უსიტყვოდ შესრულება. თანაც, მზად უნდა იყვნენ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ხოტბა შეგასხან თქვენ, ხოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს თვალებში ნაცარი შეაყარონ. სამაგიეროდ, მათთვის დასაშვებია პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, კორუფციული გარიგებები, ქონების დაგროვება (ოღონდ თქვენს "მადას" არ უნდა მიუახლოვდნენ), ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება (ოღონდ მათაც არ უნდა გამოიჩინონ სასიკეთო ინიციატივები)", - ნათქვამია წერილში.
წერილი სრულად იხილეთ ლინკზე.