loader

"ცეცხლშია გახვეული ჩემი სოფელი... გამოიღვიძეთ, ვისაც შეგიძლიათ და ნუ გადაწვავთ მთელ სოფელს..." - რა ხდება მარტვილში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცეცხლშია გახვეული ჩემი სოფელი... გამოიღვიძეთ, ვისაც შეგიძლიათ და ნუ გადაწვავთ მთელ სოფელს..." - რა ხდება მარტვილში?

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ბალდში ტყეს ცეცხლი უკიდია. სოციალური ქსელის მომხმარებელი დალი ბჟალავა "ფეისბუქზე" ვიდეოს და ფოტოებს აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს.

"ცეცხლშია გახვეული ჩემი სოფელი, პირველი ბალდა. არ ვიცი ვინმეს დაუდევრობის გამო, გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ხანძრად გადაიქცა და ახლაც და მომავლშიც საფრთხეს უქმნის იქაურობას. ადგილი, სადაც ახლა, ცეცხლი მძვინვარებს, მანქანისთვის მიუვალია და წყლის ატანა წარმოუდგენლად ძნელია. ხანძარი, თითქოს 2 დღის წინ ჩააქრეს, თუმცა გუშინ დილიდან ისევ გაჩნდა და გაძლიერდა ძლიერი ქარის გამო. როგორც სოფელში მითხრეს, მეხანძრეები გუშინ დილიდან მუშაობდნენ, თუმცა რთულ პირობებში და აუცილებლად საჭირო ტექნიკის გარეშე, ისევ და ისევ მიუდგომელი ადგილის გამო, ცეცხლის ჩაქრობა შეუძლებელია. სოფელში, რომ ვრეკავდი თითქოს არ იგრძნობოდა შიში, ასე ეგონათ მალე ჩააქრობდნენ ხანძარს, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ღამე ცეცხლი უფრო გაძლიერდა. აქ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ცეცხლი დასახლებულ ადგილებს უახლოვდება. დავრეკე სახლში და ძალიან ახლოს არის ცეცხლიო...

მარტვილის მერიაში დარეკვა არც მიფიქრია, ვიცოდი არც ღირდა... იქნებ გუბერნატორს ეშველა რამე... რომ მოვუყევი პაატა ლაგვილავას (გუბერნატორის პრესსამსახური) რაც ხდებოდა, იწვის უპატრონოდ მიტოვებული სოფელი თქო, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ თვითონ დარეკა და მართლაც მალევე სოფელში მეხანძრეები და თვით მარტვილის მერიც გამოჩნდა... სახანძრო მანქანა მთელი ღამე სოფელში დარჩა... ახლა დილაა, ტყე ისევ იწვის და ვინმეს იქნებ მოაფიქრდეს, რომ ამ ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელია ვერტმფრენის გარეშე... გამოიღვიძეთ ვისაც შეგიძლიათ და ნუ გადაწვავთ მთელ სოფელს..." - წერს დალი ბჟალავა.