loader

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

როგორც ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი covid-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდირებული არაა, თუმცა, ამგვარი შეკრებების დროს მოქალაქეებმა რამდენიმე უსაფრთხოების წესი უნდა დაიცვან.

"კერძოდ, ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზიარო ჭურჭელი. სადღესასწაულო შეკრებაზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე; პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს; სადილობისას დაიცავით, სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანცია გარშემომყოფებისგან; დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ; დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.