loader

"ვერ იგებს, ამ­დენ ნემსს რა­ტომ უკე­თე­ბენ, რა­ტომ ტო­ვე­ბენ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მარ­ტოს მშობ­ლე­ბი; ბრაზ­დე­ბა და ჩხუ­ბობს" - 5 წლის ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ იგებს, ამ­დენ ნემსს რა­ტომ უკე­თე­ბენ, რა­ტომ ტო­ვე­ბენ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მარ­ტოს მშობ­ლე­ბი; ბრაზ­დე­ბა და ჩხუ­ბობს" - 5 წლის ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება

5 წლის სან­დრო ალაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. რო­გორც ბავ­შვის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, სან­დროს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი და პრობ­ლე­მე­ბი, როაც ძი­რი­თა­დად სი­ცხის სა­ხით ვლინ­დე­ბო­და.

კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი სი­ცხით მყოფ პა­ტა­რას უამ­რავ კვლე­ვას უტა­რებ­დნენ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მა ვერ იპო­ვეს. დე­კემ­ბერ­ში სი­ცხე­ე­ბი იმ­დენ ხანს გაგ­რძელ­და, რომ ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ბავ­შვი ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ეყ­ვა­ნა.

მა­რი­ამ ჭო­ხო­ნე­ლი­ძე (ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი):

- თბი­ლის­ში კატე გა­და­უ­ღეს და არა­ფე­რი გა­მოჩ­ნდა. შემ­დეგ იაშ­ვილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და უფრო დამ­ძიმ­და. ვერ იგებ­დნენ, პრობ­ლე­მა რა იყო. გერ­მა­ნი­ა­შიც გაგ­ზავ­ნეს ანა­ლი­ზე­ბი და ვერც იქ გა­არ­კვი­ეს. დი­აგ­ნო­ზი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქეთ­ში და­უს­ვეს და აღ­მოჩ­ნდა დი­ფუ­ზიუ­რი მსხვი­ლი უჯრე­დუ­ლი ლიმ­ფო­მა. დღეს უნდა და­ი­წყონ ქი­მი­ო­თე­რა­პია.

ახლა სან­დროს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ექ­ვსთვი­ა­ნი კურ­სი უნდა ჩა­უ­ტარ­დეს. შემ­დეგ ძვლის ტვი­ნს გა­და­უ­ნერ­გა­ვენ. ბავ­შვს ორი და-ძმა ჰყავს და თუ რო­მე­ლი­მე დო­ნო­რად გა­მოდ­გე­ბა, ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან იმე­დით ვართ. ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ დო­ნო­რი აღ­მოჩ­ნდა დედ­მა­მიშ­ვი­ლი, ოპე­რა­ცია 70 ათას დო­ლა­რამ­დე ჯდე­ბა, თუ არა­და, შემ­დეგ დო­ნო­რი უნდა მოვ­ძებ­ნოთ.

სან­დრო მხი­ა­რუ­ლი ბიჭი იყო, ახლა კი სევ­დი­ა­ნი გახ­და. ყვე­ლა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, დე­დი­კო­ზე, მა­მი­კო­ზე, ჩვენ­ზე ყვე­ლა­ზე... ვერ იგებს, ამ­დენ ნემსს რა­ტომ უკე­თე­ბენ, რა­ტომ ტო­ვე­ბენ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მარ­ტოს მშობ­ლე­ბი; ბრაზ­დე­ბა და ჩხუ­ბობს. ვერ გა­ი­გო, რა­ტომ და რის­თვის...

სან­დროს და­სახ­მა­რებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ თან­ხა გა­და­რი­ცხოთ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

თი­ბი­სი ბან­კი:

მიმ­ღე­ბი მამა დათო ალაშ­ვი­ლი

GE22TB7894636010300037

პ/ნ: 53001004306

ლი­ბერ­თი ბან­კი:

მიმ­ღე­ბი დედა Natia Chabukiani ნა­თია ჭა­ბუ­კი­ა­ნი

პ/ნ 60001025901

GE05LB0711121921256000

პროკ­რე­დიტ ბან­კი:

მიმ­ღე­ბი მამა დათო ალაშ­ვი­ლი

პ/ნ: 53001004306

GE69PC0013600100024872