საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობა განახლდა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თბილისმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შემადგენლობა განაახლა.
როგორც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობა მომავალ წელს პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
„ყურადღების ცენტრში იყო აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი, სადაც შესაბამისი კომისიის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ მოძიებული და აზერბაიჯანის მხარისთვის გადაცემულ იქნა ახალი დოკუმენტაცია. ჩვენ სრულად განვაახლეთ კომისიის შემადგენლობა. მომავალ წელს ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.