განიხილავს თუ არა მთავრობა 3 იანვრიდან სრული "ლოქდაუნის" გამოცხადების ვერსიას? - გიორგი გახარიას განმარტება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფორმაცია თითქოს 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი, ან გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება ჭორია. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მკაცრი შეზღუდვების დაწესების მიზეზი არ არსებობს, რადგან ბოლოს დაწესებული შეზღუდვების შედეგები უკვე საგრძნობია და ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებს მდგრადად უმკლავდება.