გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი? - სემეკი დღეს საჯარო სხდომას გამართავს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) კომპანიების - სს "თელასის", სს "ენერგო-პრო ჯორჯიის", შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და შპს "რუსთავის წყლის" მიმართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დღეს, 29 დეკემბერს, საჯარო სხდომაზე განიხილავს.
"ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს, სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა. სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ კომისიის ელექტრონულ მისამართზე" - ნათქვამია ინფორმაციაში.