“ჩვენი დათო ავტოავარიის მსხვერპლი გახდა” – ნიკოლოზ რაჭველი
ჩემი უმცროსი მეგობარი, ჩვენი დათო ავტოავარიის უნებური მსხვერპლი გახდა, – ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
კომპოზიტორი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ ჩემი უმცროსი მეგობარი, არაჩვეულებრივი მსახიობი და პერსპექტივაში რეჟისორი, მართლაც სხვანაირი, ძალიან კარგი, მაღალი კულტურის მქონე ახალგაზრდა, ჩვენი დათო ავტოავარიის უნებური მსხვერპლი გახდა და ახლა ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ გადაარჩინონ.
დაზიანებები საკმაოდ ბევრი და რთულია, არაერთი უსერიოზულესი ოპერაციის გადატანა მოუწევს, მეტწილად თავის და სახის არეში. მას, ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ძალიან სჭირდება ჩვენი თანადგომა და დახმარება, რადგან მის ოჯახს არ აქვს საშუალება დამოუკიდებლად უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ და გადავარჩინოთ ახალგაზრდა ხელოვანი, რაც არაერთხელ გამოგვსვლია ჩვენი ურთიერთ სოლიდარობითა და სიკეთის კეთების იშვიათი უნარით”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
GE83BG000000161516441GEL საქ ბანკი
GE05TB7964945064300011 თბს ბანკი
მიმღები: იანვარა შენგელია(დედა)
პირადი ნომერი: 62004003621