loader

გერმანიაში კორონავირუსის ახალი, "ბრიტანული" ვარიანტი დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში კორონავირუსის ახალი, "ბრიტანული" ვარიანტი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი გაერთიანებული სამეფოდან გერმანიაში ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ქალბატონი ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ფრანკფურტში კვირას ჩავიდა, სადაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდა. ბიოლოგიური ნიმუშების ლაბორატორიულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ქალი კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ ვარიანტით იყო ინფიცირებული. მედიის ინფორმაციით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, რის გამოც ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება იმ ნათესავების სახლში, ვისთანაც გაერთიანებული სამეფოდან სტუმრად ჩავიდა.

ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გერმანიამ გაერთიანებულ სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა.